Wednesday, November 15, 2017

გამრეკელის ქუჩა ბერმა ნიკოლოზმა და მისმა მრევლმა დატოვა



გამრეკელის ქუჩა ბერმა ნიკოლოზმა და მისმა მრევლმა დატოვა. ამ ეტაპზე ის მრევლის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელ სახლში იმყოფება. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და მრევლის ნაწილი. სამართალდამცველებსა და მრევლს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ინციდენტის შედეგად თავის არეში დაზიანება მიიღო “ტვ პირველის” ოპერატორმა.

როგორც ცნობილია, ბერ ნიკოლოზს ბინის მეპატრონე არ უშვებს. ის ამ სახლში დროებითი სარგებლობის უფლებით ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით მეპატრონემ მისი გაშვება გადაწყვიტა. მრევლი ამ ფაქტს ბერი ნიკოლოზის დევნად აფასებს.

მრევლის ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ბერ ნიკოლოზს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, სადაც ის ცხოვრობდა და ერთი წელი აღნიშნულ სახლში უფასოდ უნდა ეცხოვრა, თუმცა მეპატრონემ ეს შეთანხმება დაარეღვია.
ipn.ge
 

No comments:

Post a Comment