Wednesday, November 15, 2017

ნიგერიაში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

14 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში ოთხი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას გამოცემა Premium Times-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელებს შორის ორი ქალიც იყო. ტერორისტებმა თავდასხმა ქალაქის ოთხ სხვადასხვა ადგილზე განახორციელეს. ამ დრომდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზატორი დაჯგუფება ბოკო ჰარამია. 
23 ოქტომბრის ტერაქტიც სწორედ ამ დაჯგუფებას ბრალდება. მაშინ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა.
ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment