Thursday, November 16, 2017

გიორგი შარვაშიძე - მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტისთვის დანაკარგია, საქართველოსთვის კი ნამდვილად შენაძენი


ეს არის დიდი დანაკარგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რადგან მიხეილ ჩხენკელი არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს პრორექტორის, მიხეილ ჩხენკელის განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის შეფასებისას განაცხადა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, მიხეილ ჩხენკელს თსუ-ში მიჰყავდა შინაარსი, ხარისხის თემები, მეცნიერების განვითარების თემები.

"ის უნივერსიტეტისთვის, რა თქმა უნდა, დანაკარგია, თუმცა, მე მგონია, ამ ეტაპზე საქართველოსთვის არის ნამდვილად შენაძენი იმიტომ, რომ განათლების სფეროში ბევრი გამოწვევა გვაქვს, მათ შორისაა, მეცნიერების განვითარების თემები, სკოლები, პროფსასწავლებლები. პირველად საქართველოს ისტორიაში, რაც მახსოვს ყოველ შემთხვევაში, 4- პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, განათლება პირველად გამოცხადდა პრიორიტეტად, ამდენად, ამ ეტაპზე სისტემას სჭირდება სტაბილური განვითარება, ხარისხიანი მენეჯმენტი", - განაცხადა შარვაშიძემ.
ipn.ge

No comments:

Post a Comment