👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დუბაიში მარსის ქალაქის Mars Scientific City-ს მშენებლობა 2,5 წელში დასრულდება. ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა მუჰამედ ნასერ ალ-აჰბაბიმ განაცხადა. ამ ქალაქში წითელი პლანეტაზე ცხოვრების პირობების სიმულაცია მოხდება.
მარსის ქალაქი 170 ათას კვადრატულ კილომეტრზე იქნება გაშენებული და მისი ღირებულება 500 მილიონი დირჰემია, რაც დაახლოებით 136 მილიონი დოლარია.
გამოცემა Khaleej Times-ის ცნობით, მშენებლობის ადგილი უკვე შერჩეულია. ამ ქალაქის შექმნისთვის ინოვაციურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. პროექტის ფარგლებში აშენდება სხვადასხვა ლაბორატორიები, მათ შორის მარსზე კვების, ენერგიის, წყლის შენარჩუნებაზე, ასევე სოფლის მეურნეობის კულტურების კვლევის ცენტრი. ქალაქში მუზეუმებიც იქნება.
გასულ წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადეს, რომ 2117 წელს მარსზე ქალაქის აშენებას და იქ ადამიანების გაგზავნას გეგმავენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment