Wednesday, November 15, 2017

კახა კალაძე: ნარმანიას წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს გამოვითხოვთ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თბილისის ახალი მერი კახა კალაძე დავით ნარმანიას მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი ქალაქის ბიუჯეტის პროექტის გადახედვას გეგმავს.
„ბიუჯეტს აუცილებლად გამოვითხოვთ, რადგან დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ ბიუჯეტში არ არის ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული. შესაბამისად, მოგვიწევს მუშაობა და განახლებულ ვერსიას დავუბრუნებთ საკრებულოს. ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი მომავალი წლისთვის. მათ შორისაა: გუდიაშვილის მოედნის, ორბელიანის ქუჩისა და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, ახალი გზეებისა და ესტაკადების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აცხადებს კალაძე.
21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, კახა კალაძემ არჩევნებში ხმების 51.09% მიიღო.
თბილისის მერიაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იხილეთ ვრცლად სტატია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment