👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 82-ე შეხვედრა დასრულდა. ქართული მხარის წარმომადგენლებმა დღეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება გააპროტესტეს, ასევე მოითხოვეს 2016 წლის ივნისში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლება.
ოსური მხარის განცახდებით, ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება. მათვე დაადასტურეს ინფორმაცია ჭვრინისი-კოდას მონაკვეთზე მავთულხლართების გავლების შესახებ.
რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს, მის საქმეზე განმეორებითი გამოძიება აღარ ჩატარდება და ოსურმა მხარემ მისი საქმე დახურა. თუმცა, ქართული მხარე თვლის, რომ პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ ბევრი რჩება და ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეგიარების მექანიზმის რიგით 82-ე შეხვედრა გაიმართა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment