👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა, შინზო აბემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი შეზღუდვების ფარგლებში, გაიყინება ცხრა ორგანიზაციისა და 26 ფიზიკური პირის აქტივები.
ორგანიზაციები, რომლებსაც ახალი სანქციები შეეხება, ჩრდილოკორეული ბანკებია. მათგან რამდენიმე ჩინეთშია დაფუძნებული. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ისინი რუსეთში, ლიბიაში, ჩინეთსა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწეობენ.
იაპონიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ვიზიტის ფონზე განზრახ მიიღეს იმის დემონსტრირებისთვის, რომ ეს ორი სახელმწიფო ერთად დგას ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის წინაშე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზიური ტურნე 4 ნოემბერს დაიწყო. პირველად ის იაპონიას ეწვია, დღეს კი სამხრეთ კორეაში გაემგზვრა. სეულში მოლაპარაკებების შემდეგ ჯერი ვიეტნამსა და ჩინეთზე დადგება - ამ ქვეყნებში დონალდ ტრამპი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ჩავა. ტურნე 13 ნოემბერს ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუტერტესთან შეხვედრით დასრულდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment