Tuesday, November 7, 2017

გოგა ონიანს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.სასამართლომ ბრალდებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის ოთხივე მუხლში გაამტყუნა. საბოლოოდ, მას 4 წლითა და 6 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გოგა ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. 
ონიანის განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ ბოლომდე ვერ დაასრულა. დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თქვა, რომ ონიანი დამნაშავედ ცნეს.
ბრალდების მხარის განცხადებით, 2011 წელს გოგა ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდო.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის „დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ამავე სცენარით მოხდა „ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის, ლევან მდინარაძის დაკავებაც.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment