Saturday, January 13, 2018

მედია: ტრამპმა პორნო ვარსკვლავს დუმილისთვის 130 000 დოლარი გადაუხადა


2016 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ტრამპმა პორნო ვარსკვლავს, სტეფან კლიფორდს $130,000 გადაუხადა, რათა წყვილის სექსუალურ ურთიერთობა საჯაროდ ცნობილი არ გამხდარიყო. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ჟურნალმა შეძლო, მოეპოვებინა დოკუმენტი ტრამპის ორგანიზაციიდან, სადაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირი, მაიკლ კოენი ხელს აწერს ვინმე სტეფან კლიფორდისთვის $130 000-ის გადარიცხვას. დოკუმენტს ხელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით მოეწერა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ კლიფორდმა ტრამპი 2006 წლის ივლისში, გოლფის ტურნირზე გაიცნო. როგორც ცნობილია, პორნო ვარსკვლავი ტრამპთან ურთიერთობის დეტალებზე პირად საუბრებშიც ჰყვებოდა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
პრეზიდენტის ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ცნობისთვის, 5 იანვარს, დონალდ ტრამპის შესახებ სკანდალური წიგნი, "ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში", გამოვიდა. პრეზიდენტის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლოს ცილისწამების ბრალდებით მიმართონ.
წიგნში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ტრამპმა Twitter-ზე რამდენიმე სტატუსი დაწერა, მათ შორის საკუთარ მენტალურ შესაძლებლობაზეც, რომელიც წიგნში გაკრიტიკებულია.
imedinews.gehttps://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment