ქაბულში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია Tolo News-ი ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე ცნობილი იყო 15დაღუპულის შესახებ.
ტერაქტი 4 იანვარს პოლიციის დროებით ბლოკ-საგუშაგოსთან მოხდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვერპლთა უმრავლესობა სწორედ სამართალდამცველები არიან.
Independent-ის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment