Friday, January 19, 2018

რამდენი იქნება თბილისის მერის და მისი მოადგილეების ხელფასები 2018 წელს

დედაქალაქის საკრებულომ მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო დაადგინა.
საკრებულოს 16 იანვრის დადგენილებით, თბილისის მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 180 ლარი, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 6 300, ხოლო მოადგილის - 6 150 ლარია. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერს 5 მოადგილე ყავს.

ამავე დადგენილების თანახმად, მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობრივი სარგო თვეში - 5 000 ლარი, მისი პირველი მოადგილის - 4 000 ლარი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეების კი 3 600 ლარია. ჯამში, მერიის ადმინისტრაციის, მერისა და მისი მოადგილეების საშტატო რიცხოვნობა 115 პირს შეადგენს, რომელთა ანაზღაურებაც 1000 ლარიდან 6300 ლარამდე მერყეობს.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment