Tuesday, January 23, 2018

Apple-ის ხელმძღვანელი ძმისშვილს სოცქსელების ქონის უფლებას არ აძლევს

კომპანია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი თავის ძმისშვილს სოცქსელებში დარეგისტრირების უფლებას არ აძლევს. მისი თქმით, ეს იმ ცოტა შეზღუდვაში შედის, რაც მას ოჯახში ბავშვებისთვის აქვს დაწესებული. 
"მე არ მყავს შვილები, მაგრამ მყავს ძმისშვილი, რომელსაც გარკვეულ რაღაცებში ვზღუდავ, მათ შორისაა სოცქსელები", - განაცხადა კუკმა. 
კუკის ძმისშვილი 12 წლისაა. აშშ-ში 13 წლამდე ბავშვების მომხმარებლების უფლებებს კანონი იცავს (Children's Online Privacy Protection Act.
უახლოესი კვლევით დაადგინეს, რომ ბრიტანელების ნდობა მედიის მიმართ მზარდია, სოციალური ქსელების მიმართ კი პირიქით. მკვლევარები ნდობის დაკარგვას, სოციალური ქსელების გამოყენებით, ყალბი ამბების გავრცელებას უკავშირებენ.
ამ ფონზე, ახალგაზრდების 10% -მა თქვა, რომ შარშან საერთოდ შეწყვიტეს Facebook- ის გამოყენება. ამასთანავე, გამოკითხულთა 64% მომხრეა უფრო მკაცრად რეგულირდებოდეს სოციალური ქსელების საქმიანობა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment