Friday, January 5, 2018

BBC ბავშვის დაძინების სახალისო მეთოდებს აქვეყნებს


დამღლელი დღის შემდეგ, საღამოს ბავშვების დაძინება ბევრი მშობლისთვის დიდ პრობლემად რჩება. ხშირად პატარები არ იძინებენ მაშინაც კი, როცა „ძილის დრო“ დგება. BBC-მ მშობლებს ის სახალისო მეთოდები გაუზიარა, რომლითაც ისინი პატარების დროულად დაძინებას შეძლებენ:

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

*ესაუბრეთ ბავშვს ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, ინფრასტრუქტურული გეგმების შესახებ;
*წაუკითხეთ ისტროია მე-18 საუკუნის შოტლანდიის ეკონომიკის შესახებ;
*ჩაურთეთ და აყურებინეთ ვიდეო კროსვორდის ტურნირის მიმდინარეობაზე;
*ინტერნეტით მოასმენინეთ ადამიანების მთქნარების ხმები;
*ჩართეთ მტვერსასრუტი;
*აყურებინეთ ნელი მოძრაობის (slow motion) ვიდეო, გადაღებული ცხვრების საძოვრებზე;
*ჩაიხუტეთ ბავშვი მკერდზე და იტრიალეთ წრიულად;
*ჩასვით მანქანაში და იარეთ;
*მოათავსეთ ბავშვის ლოგინში ტანსაცმელი, რომელსაც დედის სუნი ასდის;
*იღიღინეთ ეროვნული ჰიმნი.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment