სასტუმრო “სურამში“ ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. გუშინ ძლიერმა ქარმა შენობას სახურავი თითქმის სრულად გადახადა. მე-5 სართულის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ, წვიმის შემთხვევაში, აქ გაჩერება შეუძლებელი იქნება.
დაზიანებული სახურავი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა უკვე შეისწავლეს. შედგენილია ხარჯთაღრიცხვაც,თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
სასტუმრო "სურამის" შენობაში 38 დევნილი ოჯახია ჩასახლებული
imedinews.ge


No comments:
Post a Comment