Sunday, January 7, 2018

წონაში კლების პრეპარატმა ტესტირება წარმატებით გაიარა


ტეხასის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მოიფიქრეს მეთოდი, შექმნეს აბები, რომეთა დახმარებითაც ჭარბი წონისგან გათავისუფლებაა შესაძლებელი. კვლევის შესახებ New Atlas-ში წერია.
მეცნიერების თქმით, ნორმალურ პირობებში როდესაც ცხიმის უჯრედების მოცულობა იზრდება, ორგანიზმში უფრო მეტი პროტეინი NNMT-ი გამოიყოფა, რომელიც მეტაბოლიზმს ანელებს - რაც უფრო მეტი NNMT-ი გამოიყოფა, მით უფრო რთულდება ცხიმის დაწვა. 
სპეციალური აბების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ბლოკავს NNMT-ის გამოყოფას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
აბების ზემოქმედება თაგვებზე ჩატარებული ცდებისას შეისწავლეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, თაგვები ცხიმოვან დიეტაზე ჰყავდათ, რომლის შემდეგაც მათ ახალი პრეპარატი მისცეს. 10-დღიანი კურსის შემდეგ, თაგვების წონა დაახლოებით 7%-ით, ხოლო მათში ცხიმისა და ლიპოციტების წონა 30%-ით შემცირდა.
პრეპარატმა ასევე შეამცირა თაგვების სისხლის არსებული ქოლესტერინის დონეც. 
imedinews.ge

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre


No comments:

Post a Comment