დღის ბოლოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს დღის ბოლოდან 20 იანვრის დილამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
ambebi.ge
No comments:
Post a Comment