Friday, January 12, 2018

დღეს ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 იანვარს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 155 აბონენტს, სოფლებში - ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, სნო. ხოლო 15 იანვარს 12:00 საათიდან 13:00 საათამდე - თიანეთის მუნიციპალიტეტის 213 აბონენტს, სოფლებში - საყდრიონი, ხევსურთსოფელი. 13:00-დან 14:00 საათამდე - 838 აბონენტს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიმონიანთხევი, ნადოკრა, ჩეკურაანთგორი, სიონთგორი და მიმდებარე სოფლებში. 
12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა ასევე შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს საგურამო, ახალსოფელი და მიმდებარე ტერიტორიაზე, სულ 889 აბონენტს. კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment