მას შემდეგ რაც კიმ კარდაშიანსა და კანიე უესტს მესამე შვილი შეეძინათ, მედია დაინტერესდა, თუ ვინ იყო წყვილის სუროგატი დედა. არსებობს ვერსია, რომ კიმ კარდაშიანის ბავშვის სუროგატი დედა შესაძლოა მისი და კაილი ჯენერი იყო. ამის შესახებ ამერიკული ტაბლოიდები წერენ.
გარდა ამისა, გასულ წელს გავრცელდა ცნობა, რომ კაილი ჯენერი ორსულად იყო, თუმცა, ინფორმაცია არ დადასტურდა, ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ მან ბავშვი საკუთარ დას გაუჩინა.
20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კიმ კარდაშიანმა თავის ქალიშვილს ჩიკაგო დაარქვა. ამის შესახებ კარდაშიანმა Twitter-ზე დაწერა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის ამ სახელს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მათგანი გაკვირვებული დარჩა.
„ეს სახელი საგზაო ნიშანს ჰგავს.“ „მშვენიერი სახელია, იმ შემთხვევისთვის, თუკი სხვას ვერაფერს მოიფიქრეს.“- ასეთი კომენტარები დაწერეს კარდაშიანის პოსტზე.
15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს და მუსიკოს კანიე უესტს მესამე შვილი შეეძინათ. წყვილს 5 წლის ქალიშვილი ნორტი და 3 წლის ვაჟი სეინტი ჰყავთ. მესამე ბავშვის გაჩენა კი ტელევარსკვლავმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავად ვერ შეძლო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment