მალაიზიამ 2014 წელს პეკინის მიმართულებით ფრენისას დაკარგული სამგზავრო Boeing-777-ის ძებნა განაახლა. ამის შესახებ Channel News Asia ერთ-ერთი მგზავრის ოჯახისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით იუწყება.
ძებნის განახლების შესახებ წინადადება მათ კერძო ამერიკული კომპანია Ocean Infinity-ისგან მიიღეს. ეს კომპანია ზღვის ფსკერს იკვლევს. მისი მოლაპარაკებების შესახებ მალაიზიის მთავრობასთან ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. კომპანია შრომის ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითხოვს, თუ ის დაკარგულ თვითმფრინავს იპოვის.
მკვლევარი გემი ძებნის ზონაში 2 იანვარს შევიდა, - ნათქვამია წერილში. ზონის საზღვრები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
გასული წლის იანვარში მალაიზიამ, ავსტრალიამ და ჩინეთმა ერთობლივად ოფიციალურად განაცხადეს ძებნის სამუშაოების შეწყვეტის შესახებ/ ოპერაციის დროს 120 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გამოიკვლიეს, მაგრამ ბოინგის დაკარგვის მომენტიდან მისი მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტის პოვნა მოხერხდა
კომპანია Malaysia Airlines-ის Boeing-777-ი, რომელიც კუალა-ლუმპურადან პეკინის მიმართულებით გაფრინდა, 2015 წლის 8 მარტს რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავში ეკიპაჟის 12 წევრი და 227 მგზავრი იმყოფებოდა. 2015 წლის იანვარში ისინი ოფიციალურად გამოცხადდნენ დაღუპულებად.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment