Friday, January 5, 2018

აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტის უახლოესი წრის ჩინოსნებს სანქციები დაუწესა


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, 3 ჩინოსანსა და ვენესუელის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია. 
კერძოდ სანქციები შეეხო საზღვრის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელს ისკუერდო ტორესს, არაგუას გუბერნატორს მარკ ტორესს და ნაციონალური გვარდიის ერთ-ერთ ლიდერს ზავარს პაბონს. 
უწყების ცნობით, სანქციები ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს უახლოესი წრის წინააღმდეგაა მიმართული.

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

9 ნოემბერს ვენესუელას სანქციები აშშ-მა დაუწესა. "არჩევნების პროცესისთვის ხელის შეშლის, მედიაში ცენზურისა და კორუფციის გამო" შავ სიაში ვენესუელის პრეზიდენტის გარემოცვის 9 მაღალჩინოსანი აღმოჩნდა, მათ შორის ქვეყნის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა. ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment