ბეჟათუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი დაშავებულიდან ერთი თბილისის საავადმყოფოში გადაჰყავთ, - ამის შესახებ imedinews ადგილზე დასაქმებულებმა განუცხადეს.
მათი თქმით, ორი დაშავებული ამ ეტაპზე ხარაგაულის საავადმყოფოში მკურნალობენ.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. შედეგად სამი მუშა დაშავდა.
როგორც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირში განმარტავენ, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უკავშირდება. როგორც გაირკვა, აფეთქება სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა. როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment