Friday, January 19, 2018

ტრამპებს შორის მელანია ყველაზე პოპულარულია

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი პრეზიდენტის ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრია. ამის შესახებ მეტყველებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც Economist/YouGov-ზე გამოქვეყნდა. გამოკითხულთა 48%-ს მელანია მოსწონს, დონალდ ტრამპის მიმართ სიმპათია 45%-ს აქვს. პირველი ლედის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 33%, პრეზიდენტისას კი 52%. 
დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი ივანკა გამოკითხულთა 41%-ს მოსწონს, ხოლო ტრამპის შვილები დონალდი და ერიკი 36 და 32 პროცენტის სიმპათიას იმსახურებენ. 
გამოკითხვის შედეგები პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. 
ტრამპის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს ჩატარდა. სოციალური გამოკითხვის განსხვავებული შედეგების მიუხედავად, დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან დამარცხდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment