Saturday, January 20, 2018

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს გაზაფხულის სემესტრის მობილობას


http://www.ciu.edu.ge/

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს  გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
  • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ფინანსების რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების  VI და VIII სემესტრებში.
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II და III სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
  • საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II და III სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ადგილი;  პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის მაგისტრ ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი; საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 1 ადგილი; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: მაგისტრ ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
  • მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების IV, VI და VIII სემესტრებში;
  • სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების IV, VI და VIII სემესტრებში;
  • ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების VI სემესტრში;
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, III, IV, VI, VII და VIII სემესტრებში;
  • ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, IV, V, VI, VII და VIII სემესტრებში;
  • მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების ყველა სემესტრში, გარდა მეთერთმეტე სემესტრისა;
  • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების ყველა სემესტრში;
  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს).
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე eqe.ge 18 იანვრიდან 1 თებერვლის 18 საათამდე (https://students.eqe.ge/VacancyInfo).
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 6 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ბაკალავრიატში/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
• ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
• სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
მაგისტრატურაში:
  • პირადობის მოწმობა/პასპორტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
  • 2 ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკზე);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან ან ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
  • მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული  და დანართის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
დოქტორანტურაში:
  • ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი.
  • სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის საინტერესო საკვლევი თემის აქტუალობისა და მნიშვნელობის დასაბუთებას;
  • დარგის სპეციალისტის ორი რეკომენდაცია.

No comments:

Post a Comment