FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში სურსათის ფასების ინდექსი დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3,3 %-ით შემცირდა. იმავდროულად, 2017 წლის ფასების წლიური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8,2 %-ით გაიზარდა. ინფორმაციას ორგანიზაცია თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.
FAO-ს ინდექსის თანახმად, დეკემბერში სურსათზე გლობალური ფასების შემცირება გამოწვეული იყო მცენარეულ ზეთზე და რძის პროდუქტებზე ფასების მკვეთრი კლებით.
ორგანიზაციის ცნობით, რძის პროდუქტების ფასის ინდექსი დეკემბერში 9,7 %-ით, ხოლო შაქრის ფასი ნოემბერთან შედარებით 4,1 %-ითაა შემცირებული.
ხორცის ფასის ინდექსის წლიური მაჩვენებელი კი 2016 წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment