Thursday, January 18, 2018

Gallup: ტრამპის არჩევის შემდეგ, აშშ-მ მსოფლიო ნდობის რეიტინგში პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა


აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ამერიკის მიმართ ნდობის მაჩვენებელი მსოფლიოს 134 ქვეყანაში 48%-დან 30%-მდე შემცირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ამერიკული ინსტიტუტის Gallup-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

რეიტინგის სათავეში აშშ გერმანიამ ჩაანაცვლა. ამ ქვეყანას, როგორც გლობალურ ლიდერს, გამოკითხულთა 41% ენდობა. მეორე ადგილზე 31%-ით გავიდა ჩინეთი, მეოთხეზე კი რუსეთი (27%).

გამოკითხვა გასული წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით ტარდებოდა. ყველა ქვეყანაში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1 000 ადამიანმა, რომლებიც ტელეფონით და პირად საუბრებში გამოკითხეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment