აშშ პრეზიდენტმა სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Axios-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი სამუშაო დღეს უფრო გვიან იწყებს, ვიდრე მანამდე იწყებდა და დროის დიდ ნაწილს და ტელევიზორთან ატარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი სამუშაო დღეს უფრო გვიან იწყებს, ვიდრე მანამდე იწყებდა და დროის დიდ ნაწილს და ტელევიზორთან ატარებს.
ოფიციალურად სამუშაო დღეს ტრამპი დილის 11:00 საათიდან იწყებს. მანამდე, დილის 8:00 საათიდან ოვალურ კაბინეტში იმყოფება, სადაც უყურებს ტელევიზორს, წერს პოსტებს Twittter-ზე ან ტელეფონზე კონგრესმენებს, მინისტრებსა და უცხოელ ლიდერებს ელაპარაკება.
11 საათზე ტრამპი დაზვერვის ბრიფინგს ესწრება. მისი სამუშაო დღე 18 საათზე სრულდება, რის შემდეგაც პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში ბრუნდება.
ტრამპის პრესმდივანმა სარა სანდერსმა გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომ "დილით პრეზიდენტი დროს ატარებს როგორც რეზიდენციაში, ასევე ოვალურ კაბინეტში. ამ დროს, ის მუდმივად უკავშირდება ტელეფონით თანამშრომლებს, მინისტრებს და სხვა ქვეყნის ლიდერებს", - აცხადებს სანდერსი.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი უმცროსი ჯორჯ ბუში ამერიკის ლიდერისთვის განკუთვნილ კაბინეტში 06:45 საათზე შედიოდა, მისი შემცვლელი ბარაკ ობამა კი სამუშაო დღეს დილის 9 საათზე იწყებდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment