Wednesday, April 18, 2018

რამდენი ქულა უნდა მოიპოვოს მასწავლებლობის მსურველმა 2018 წლის საგნის გამოცდაზე

მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ქულათა სპეციალური სისტემაა განსაზღვრული. არამოქმედმა პედაგოგმა ქულათა 61% და მეტი უნდა დააგროვოს, რათა 10 კრედიტი მიიღოს და გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს. საგნებისა და ზოგიერთ შემთხვევაში კლასების მიხედვით კი სხვადასხვა რაოდენობის ქულებია განსაზღვრული. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.
გამოცდებში საგნების მიხედვით მინიმალური ზღვარი კი ასეთია:
ქართული ენია და ლიტერატურა მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.
მათემატიკა მე–7 – მე–12 კლასები – 32 ქულა და მეტი.
გეოგრაფია მე–7 – მე–12 კლასები – 36 ქულა და მეტი.
ბიოლოგია მე–7 – მე–12 კლასები – 38 ქულა და მეტი.
ქიმია მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.
ფიზიკა – მე–7 – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.
ისტორია – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.
სამოქალაქო განათლება – მე–7 – მე–12 კლასები – 37 ქულა და მეტი.
უცხოური ენები 1–ლი – მე–12 კლასები – 55 ქულა და მეტი.
ქართული როგორც მეორე ენა – 1–ლი – მე–12 კლასები – 58 ქულა და მეტი.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება –  1–ლი – მე–9 კლასები – 37 ქულა და მეტი.
მუსიკა – 1–ლი – მე–9 კლასები – 43 ქულა და მეტი.
სპორტი 1–ლი – მე–12 კლასები – 43 ქულა და მეტი.
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება – 1–ლი – მე–4 კლასები – 49 ქულა და მეტი.
ქართული ენა და ლიტერატურა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.
ბუნებისმეტყველება – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.
მათემატიკა – დაწყებითი საფეხური 1-6 კლასები – 40 ქულა და მეტი.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 43 ქულა და მეტი
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment