63 ადამიანი დაიღუპა ნიგარაგუაში პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას. 15 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
უფლებადამცველებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, ქვეყანაში ვითარება 18 აპრილიდან დაიძაბა. ადგილობრივები საპენსიო რეფორმაში ცვილებების განხორციელებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც შენატანი 5%-ით იზრდება.
2007 წლის, ანუ დანიელ ორტეგას გაპრეზიდენტების შემდეგ ნიკარაგუაში ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment