Saturday, April 21, 2018

აშშ-ში ბახტაძემ და MCC-ს ვიცეპრეზიდენტმა განათლების რეფორმა განიხილეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს, რობერტ ბლაუს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების სექტორს და მისი გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტის მნიშვნელობას, რომლის საფუძველზეც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებაა შესაძლებელი.
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. აღნიშნულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საქართველოში დააფინანსა ბევრი პროექტი, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რასაც ამჟამად ერთობლივად ვახორციელებთ, არის განათლების რეფორმა, რომელიც საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას გულისხმობს“, - განაცხადა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში განათლების სისტემის რეფორმას.
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 18 აპრილს გაემგზავრა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment