Monday, April 23, 2018

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი შეასრულებს

სომხეთის ხელისუფლებას სათავეში დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ჩაუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია" ავრცელებს. 2016-2018 წლებში მას სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა. 
რამდენიმე საათის წინ, პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. 
"ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი", - ამის შესახებ ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში, რომელიც პოსტიდან მისი გადადგომას ეხება. 
„შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა მე არცერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინაამდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.
აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას აპროტესტებდნენ. 
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment