Friday, April 27, 2018

ყველაზე შხამიანი თევზის სხეულზე ახალი იარაღი აღმოაჩინეს

ყველაზე შხამიან თევზს, რომელსაც "ქვის თევზს" უწოდებენ, თვალის ქვემოთ ახალი ბასრი პირი აღმოაჩნდა, რაც კანზასის იხტიოლოგებისთვის აღმოჩენაა.

"ქვის თევზი" წყნარ და ინდოეთის ოკეანეში ბინადრობს, მას ასევე მეჭეჭიანას უწოდებდნენ. მისი სახელი სრულიად აღწერს თევზის გარეგნობას: იგი დაფარულია ხორცმეტებით, რომელიც ეხმარება, ქვას დაემსგავსოს. მისი გარჩევა მარჯნების გარემოცვაში ძალიან რთულია.

თევზს ზურგზე ძალიან შხამიანი ეკლები აქვს. მის სხეულზე კიდევ ერთი “იარაღი” აღმოაჩინეს: მის ყბაში ძვლის წანაზარდია, რომელიც ე.წ. საკეცი დანის ფუნქციას ასრულებს.ბასრი პირი თვალის ქვემოთ არის დამალული. აუცილებლობის შემთხვევაში, "ქვის თევზს" შეუძლია თავმდამსხმელი ამ “ხმლით” მოკლას.
მეცნიერების მტკიცებით, "დაფარული" იარაღი ამ დრომდე არავის შეუმჩნევია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment