Saturday, April 21, 2018

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისსა და კახეთში სპეცოპერაციისას დაკავებულ სამ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალად ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედებათ.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთი დაკავებული გია დარჩია კი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
19 აპრილს თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს. 
18 აპრილს პარლამენტმა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა.
imednews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment