Saturday, April 21, 2018

ცნობილია, რამდენ ხანს უნდა წოვდეს ბავშვი ძუძუს


პედიატრები დიდი ხანია, შეთანხმდნენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობითვის დედის რძე შეუცვლელია, თუმცა, არის შემთხვევები, როცა ბავშვი ან საერთოდ ვერ იღებს დედის რძეს, ან ძალიან მცირე დროით იკვებება მისით. 
დედებისთვის მთავარ კითხვად რჩება, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იკვებოს ბავშვი დედის რძით. ამის შესახებ Mshoblebi.ge დედებს სთავაზობს რჩევებს.
თანამედროვე პედიატრები, დიეტოლოგები და ძუძუთი კვების სპეციალისტები დედებს ურჩევენ, რომ ბუნებას უფრო უნდა ენდონ, ვიდრე კალენდარს. მათი აზრით, ერთი წლის ბავშვებიდან ძალიან ცოტა თუა ფიზიოლოგიურად მზად, რომ ბუნებრივი კვების გარეშე იცხოვროს. ამ ასაკის ბავშვს ჯერ კიდევ იმუნური ხარდაჭერა სჭირდება, რომელსაც ძუძუთი კვებისას იღებენ.
აღმოჩნდა, რომ არც ქალის ორგანიზმისთვისაა სასიკეთეო აჩქარება. ჯობია რძის გალევის პროცესი ბუნებრივად დასრულდეს. თუმცა დღეს თუ ხვალ პატარას მოუწევს ძუძუსთან დამშვიდობება. რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს დედამ?
საჭიროა მომზადება; თუ პედიატრიაში მიღებული გრაფიკის მიხედვით ხელოვნური კვება უკვე შეტანილი გაქვთ რაციონში, ერთი წლისთვის თქვენ უკვე მხოლოდ ორჯერ აძლევთ ძუძუს - დილით და საღამოს. აღარ გაწუხებთ მკერდის გადავსების შეგრძნება. ხოლო თუ ბავშვი გამოტოვებს კვებას, ეს დისკომფორტს არ გიქმნით. ასე თანდათან 1,3-1,5 წლისთვის შეიძლება ბუნებრივ კვებაზე უარის თქმა. თუმცა ყოველთვის ყველაფერი გრაფიკისა და სცენარის მიხედვით არ ხდება. 
რაიმე მიზეზით - სტრესის ან ავადმყოფობის გამო - პაწია ძალიან მჭიდროდ არის 
ძუძუზე დამოკიდებული და იქედან მხოლოდ საკვებს კი არა, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასაც იღებს. 
ამ დროს კვების შეწყვეტა ძალიან პრობლემატური იქნება და სტრესიც გაძლიერდება. ბავშვთან ემოციური კონტაქტი მაქსიმალურად უნდა გააძლიეროთ, რათა მხოლოდ ძუძუ არ იყოს მისი ნუგეში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოამზადოთ ნიადაგი ბუნებრივი კვების შეწყვეტისათვის.
თავიდან ძუძუსთან განშორებას ბავშვები მტკივნეულად აღიქვამენ. ამ დროისთვის უკვე შეატყობინეთ, რომ რძე მთავრდება, თუმცა დღეში ერთი კვება მაინც დატოვეთ.

თუ ერთადერთი კვება საღამოსთვის გვაქვს მოტოვებული და ის ძილის რიტუალს უკავშირდება, მისგან გათავისუფლება კიდევ უფრო რთულია. იყავით თანმიმდევრულნი: ხომ გააფრთხილეთ უკვე, რომ რძე მთავრდება, ახლა უთხარით რომ "სულ დამთავრდა". არ არის საჭირო "ბოლოჯერ" და "კიდევ ერთხელ" გასინჯვა. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ამ დღეებში ბავშვს მამა ან ბებო დააძინებს.

ღამით ბავშვი დაამშვიდეთ. თუ ძუძუს ითხოვს, ეფერეთ და გაუმეორეთ, რომ რძე აღარ არის. დაპირდით, რომ გვერდით იქნებით და არსად წახვალთ. მთავარია არ დატოვოთ ბავშვი მარტო თავის დარდთან. მეორე დღესაც გაიღვიძებს ღამით, თუმცა უფრო მალე დაწყნარდება. 

•    შესთავაზეთ წყალი. დედებს ჰგონიათ, ბავშვი ღამით იმიტომ იღვიძებს, რომ შია. ეს ბოლომდე სიმართლე არ არის. წლი-ნახევრის ბავშვს თავისუფლად შეუძლია, ღამით კვების გარეშე გაძლოს. თუ ძუძუს მაგივრად მაწონს ან რძეს შესთავაზებთ, ღამით გაღვიძებას დიდხანს არ გადაეჩვევა. ამიტომ გაღვიძებულს წყალი დაალევინეთ და ისევ დააწვინეთ. მალე ღამის გაღვიძებებს გადაეჩვევა.

•    სანამ არ დაიძინებს, არ დატოვოთ. ძუძუს დაკარგვის შემდეგ ბავშვს ემოციური კონტაქტის დაკარგვის ქვეცნობიერი შიში აქვს. მას დედასთან ხშირი კონტაქტი ჭირდება. ეფერეთ, კოცნეთ, არწიეთ. ამ პერიოდში ძალიან ჭირვეული და თქვენზე მოკედლებული გახდება. ხელს ნუ კრავთ, პირიქით, კიდევ უფრო მაგრად ჩაიხუტეთ და აჩვენეთ, რა ძლიერად გიყვართ. ეს ძილის წინ ყოველთვის გაუმეორეთ. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment