Friday, April 20, 2018

ომბუდსმენი: შშმ პირების დასაქმება კვლავ პრობლემად რჩება

როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში შშმ პირთა დასაქმება კვლავ პრობლემად რჩება. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.
ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული 46708 ადამიანიდან მხოლოდ 55-ია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე:
"დასაქმება ყველაზე მწვავე პრობლემაა საქართველოში, ხოლო შშმ პირებთან დაკავშირებით დამატებითი ბარიერები არის დასაქმების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სახელმწიფო პროგრამები მათი დასაქმების, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ისინი ვერ მუშაობს ეფექტურად. მინიმალურია შშმ პირთა დასაქმება საჯარო სექტორში, ასევე მინიმალურია ასევე კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, რომელთა უმეტესობა არის სპეციალური პროგრამების და ინიციატივების ფარგლებში დასაქმებული. პრაქტიკულად წარმოუდგენელია კონკურსის საფუძველზე მათი დასაქმება, მათ აქვთ დამატებითი ბარიერები, როგორც ტრანსპორტის ადაპტირების, ისე შენობა-ნაგებობების ადაპტირების", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ის ასევე მიიჩნევს, რომ დასაქმებისას, რომელიც ხშირად სტაბილური არ არის, შშმ პირებს დახმარება ავტომატურად არ უნდა უწყდებოდეთ.
ცნობისთვის, საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 5,172 შშმ ბავშვია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებულია დაახლოებით ორჯერ მეტი – 10,052 სოციალური დახმარების მიმღები შშმ ბავშვი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment