1 მაისიდან თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ამოქმედებას ბიზნესი მომზადებული ხვდება. როგორც „რადიო იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ „თაღლაურას“ სარესტრონოქსელის იურისტმა თინათინ კიკვიძემ და "სტრადას" ქსელის დირექტორმა თეა შენგელიამ განაცხადეს, სარესტორნო ქსელს საკმარისი დრო ჰქონდა ახალ რეგულაციებზე გადასაწყობად.
თინათინ კიკვიძე არ ფიქრობს, რომ რესტორანში მოწევის აკრძალვით, მათ მომხმარებელი შეუმცირდებათ, თუმცა საწყის ეტაპზე გარკვეულ დისკომფორტს არ გამორიცხავს.
თეა შენგელიას თქმით, კი ისინი დიდი ხანია ემზადებიან რეგულაციებისთვის. მოსაწევი სივრცე უკვე ტერასებზე გადაინაცვლებს და ამდენად სტუმრებისთვის დისკომფორტი ნაკლებად იქნება.
ამავე გადაცემაში ახალ რეგულაციებზე ისაუბრა კანონის ერთ-ერთმა ავტორმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ.
მისი თქმით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა თანაბრად უნდა ჩაერთოს კანონის აღსრულების პროცესში. კახა ღვინიანიძე ვარაუდობს, ახალი რეგულაციებით ერთი წლის განმავლობაში მწეველთა რაოდენობა საქართველოში, მსულ მცირე, 2%-ით შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა იკრძალება, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა იზღუდება გარე სივრცეებშიც, იკრძალება თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment