Sunday, April 22, 2018

ავსტრალიაში კაცმა აბაზანაში ფარშევანგი აღმოაჩინა


ავსტრალიაში ფარშევანგების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ისინი მცენარეებისთვის იმდენად დიდ საფრთხეს ქმნიან, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გეგმა შეიმუშავა, - წელიწადში ერთხელ ისინი უნდა დაიჭირონ და შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გადაიყვანონ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა, Canberra Times-ი წერს. 
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფარშევანგი საკუთარ აბაზანაში მაშინ აღმოაჩინა, როცა ფრინველი სარკეში საკუთარ გარეგნობას აკვირდებოდა.
დედაქალაქ კანბერაში ფრინველების რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ არსებობს საფრთხე, მათმა დიდმა ნაწილმა დედაქალაქიდან გააღწიოს და მეზობლად მდებარე ნაკრძალში გადაინაცვლოს. 
გარდა იმისა, რომ ისინი მცენარეებს ანადგურებენ, გზებზეც ქმნიან სახიფათო მდგომარეობას. ამის გამო მთავრობას მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა. 
აკრძალულია სახლში ფარშევანგის ყოლაც და ეს 6300 ავსტრალიური დოლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს, რადგან ფრინველები შემაწუხებელ ხმას გამოსცემენ, განსაკუთრებით - გამრავლების პერიოდში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment