Friday, April 20, 2018

კახა კალაძე და ელიზაბეთ რუდი კუთვნილ ავტომობილებს გამონაბოლქვზე შეამოწმებენ

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და თბილისის მერი, კახა კალაძე "დედამიწის დღეს" კუთვნილ ავტომობილებს გამონაბოლქვზე შეამოწმებენ.
კვირას, 22 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და თბილისის მერი, კახა კალაძე, მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში Autotest Georgien-ის ტერიტორიაზე. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა სუფთა ჰაერია.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და მერი კახა კალაძე კუთვნილი ავტომობილების ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს შეამოწმებინებენ.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის ელექტრული ავტომობილები, მათ შორის Tesla Model X UV, Bioli Medical Wellness Resort-თან თანამშრობლობით.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment