Friday, April 27, 2018

ტრამპსა და რუსეთს შორის კავშირი არ დამტკიცდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა "რუსული საქმის" ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წელს ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას ეხებოდა. ანგარიში 130 გვერდს მოიცავს, თუმცა აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ფურცელი გასაიდუმლოებულია.
დოკუმენტში ეჭვქვეშ არ აყენებენ იმ ფაქტს, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე რუსეთი განსაკუთრებით ერევა აშშ-სა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების შიდა პოლიტიკაში. კომიტეტში აცხადებენ, რომ აშშ-მა უნდა დაეხმაროს ევროპის ქვეყნებს, შეამციროს მათი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ხელი შეუშალონ მოსკოვს, გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი მათი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. 
კომიტეტმა ვერ იპოვა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის მტკიცებულება. ამასთან, ორივე საარჩევნო შტაბმა, არაგონივრული გადაწყვეტილებები მიიღეს - აღნიშნავენ კომიტეტში. მაგალითად, ტრამპთან დაახლოებული პირები ხვდებოდნენ რუსებს, რათა მათგან ჰილარი კლინტონზე კომპრომატი მიეღოთ, ხოლო დემოკრატები ფულს იხდიდნენ ინფორმაციისთვის (მათ შორის რუსული წყაროებისგან), რათა ტრამპზე ინფორმაცია მიეღოთ. 
კომიტეტის წევრებმა ამერიკული სპეცსამსახურების 2016 წლის ანგარიში გააკრიტიკეს, სადაც ეწერა, რომ რუსების მიზანი იყო ხელი შეეშალათ კლინტონისთვის, რათა ტრამპს მოეგო. კომიტეტში აცხადებენ, რომ რუსეთი ჩაერია იმიტომ, რომ "ამერიკელებს შორის კონფლიქტი წარმოქმნილიყო".
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ს ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment