Saturday, April 21, 2018

სომხეთის პოლიციამ აქციის დროს აფეთქების მცდელობა აღკვეთა

სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა 6 ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აფეთქებას გეგმავდა. 
აფეთქებას საზოგადოებისთვის "შიში უნდა მოეგვარა და ასევე სახელმწიფო ორგანოებზე ზეწოლა, რათა მათ აქციის მონაწილეების მოთხოვნები შეასრულონ". 
სპეცსამსახურების ცნობით, ეჭვმიტანილები დაჯგუფება "სასნა ცრერთან" არიან დაკავშირებულნი, რომელთა წევრებმა 2016 წელს ერევანში პოლიციელების პოლკი დაიკავეს.
ამჟამად გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 93 ადამიანი. პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა, პროტესტის ორგანიზატორს ნიკოლ ფაშინიანს დიალოგისკენ მოუწოდა, რაზეც ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ მხოლოდ მისი დათხოვნის საკითხზე შესაძლებელია შეთანხმება. 
აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას აპროტესტებენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment