ზოგადი უნარების ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის „სანდო თანამგზავრი“ ფარგლებში იმართება. #სანდოთანამგზავრი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ზოგადი უნარების ტესტირების გარდა, მსურველებმა გამოსაშვები გამოცდების სრული იმიტაციაც გაიარეს.
პროექტი საშუალებას აძლევს აბიტურიენტებს, გაეცნონ საგამოცდო გარემოს და შეამოწმონ საკუთარი თავი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების იმიტირებული ტესტირების ჩატარებას რეგიონებშიც გეგმავს.
ipn.ge
No comments:
Post a Comment