Thursday, April 26, 2018

ზესტაფონის მერს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ


ზესტაფონში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა "პატრიოტთა" ალიანსიდან", გიგა გაბრიჭიძემ ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, კახაბერ მახათაძემ ბიუჯეტიდან, საკუთარი კეთილდღეობისვის 36 496 ლარი დახარჯა. ამ თანხით კაბინეტისთვის ახალი მაგიდა შეუკვეთა, მოაწყო კანცელარია, საკუთარ რესტორანში კი ბიუჯეტიდან თანხას რიცხავს.
გაბრიჭიძის თქმით, ამ ფონზე ზესტაფონის მცხოვრებლებს ქალაქის მერმა მატერიალური და სოციალური დახმარებები მოუხსნა. ზესტაფონის მერიაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მერიის შენობაში, მოქალაქეების კომფორტისთვის ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და შიდა სატელეფონო ქსელის მოწესრიგება ფუფუნებას არ წარმოადგენს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment