”ამაზონი” ონლაინ ვაჭრობის ის პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს განსაკუთრებულ სარგებელს სთავაზობს და ეს შესაძლებლობები ქართველებისთვის უფრო და უფრო ხელმისაწავდომი ხდება.
ამ პროცესში კი დიდი როლი აქვს ქართულ კომპანია Amazon Export Hub-ს, რომლის დამფუძნებელიც ლევან მოლაშვილია - პირველი ქართველი, ვინც Amazon-ზე საკუთარი მაღაზია დაარეგისტრირა და ბიზნესი დაიწყო, შემდეგ კი თავისი ცოდნა სხვებსაც გაუზიარა.
Amazon Export Hub ატარებს პროფესიონალურ ტრენინგებს ამაზონზე ვაჭრობის შესასწავლად, ასევე ასრულებს საშუამავლო მომსახურებას დამკვეთებისთვის. 2 თვის განმავლობაში კომპანიამ 60-მდე ადამიანი გადაამზადა და დაეხმარა მათ Amazon-ზე საქართველოში დამზადებული პროდუქციის
”განვლილი ორი თვის შედეგები საკმაოდ მომხიბვლელია. ბევრი ადამიანია დაინტერესებული ამ საქმით, სემინარის მსმენელებს ამაზონზე გააქვთ როგორც ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები ასევე ჩინეთში დამზადებული პროდუქტი. სტატისტიკურად ამ საქმით ძირითადად ინტერესდებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სამსახური, თუმცა ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ. ეს საქმე კი ძალიან კარგი დამატებითი შემოსავლის წყაროა „ბიზნესი სამსახურთან ერთად!“ – სწორედ ესაა პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი არსი. დაინტერესებულ ადამიანებს ასაკობრივად და საქმიანობის სფეროს მიხედვით ვერ გამოვარჩევდი, ტრენინგები გაიარეს სტუდენტებმა, ფერმერებმა, მეწარმეებმა, მოვაჭრეებმა, მარკეტერებმა, ფინანსისტებმა და დიასახლისებმაც კი. რადგან Amazon
უამრავ ქვეყანაშია შესული, მსმენელებს ვთავაზობთ როგორც ამერიკულ ასევე ევროპულ ამაზონზე პროდუქციის განთავსებას.” - განმარტავს ლევან მოლაშვილი.
Amazon Export Hub-ის სტატისტიკის თანახმად, გაყიდული პროდუქციის 65% ჩინეთიდან მოდის, 35% კი - ადგილობრივი ნაწარმია. საქართველოდან ძირითადად ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები გადის: ტყავის, ხის და თიხის ნაწარმი. ხოლო ჩინეთიდან პროდუქციის პირდაპირ ამერიკაში გადაგზავნის შემთხვევაში არჩევანი ბევრად მრავალფეროვანია.
”Amazon ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობას გვთავაზობს. მთავარია იმის გარკვევა, თუ რა არის მომგებიანი და შემდეგ დადგენა მისი საქართველოში დამზადება ჯობია თუ ჩინეთში შეკვეთა. აღნიშნულის გარკვევას კი საკმაოდ დიდი ანალიზი სჭირდება. პირველ რიგში უნდა გააანალიზოთ, რამდენად გრძელვადიანია ეს საქმე, რა რისკები მოჰყვება მას. ეს ყველაფერი საინვესტიციო რისკების მინიმუმამდე დასაყვანადაა საჭირო და სწორედ ამ უნარჩვევების შესწავლაში ვეხმარებით მსმენელებს, ცხადია მსმენელი შეისწავლის ტექნიკურად გაგზავნის და პლატფორმაზე განთავსების დეტალებსაც ” - განმარტავს მოლაშვილი.
Amazon Export Hub-ის ტრენინგ კურსი შედგება 4 შეხვედრისგან და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. ამ ეტაპზე ტრეინინგი მხოლოდ თბილისში ტარდება, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, მალე საქმიანობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოებაა დაგეგმილი.
პროგრამაში ჩართვა მარტივია, რადგან შესაძლებელია ნებისმიერმა მსურველმა გააგზავნოს ამაზონზე პროდუქციის მინიმალური რაოდენობა, შესაბამისად ინვესტირებისთვის საჭიროა მცირე თანხა, ”ამაზონის” საწყობში პროდუქციის განთავსება და დასაწყობება ყოველთვიურად მხოლოდ 40 დოლარი ღირს, რაც ამ პროცესს ფინანსურად ძალიან ხელსაყრელს და ხელმისაწვდომს ხდის.
ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა იყოს, რადგან ”ამაზონზე” ბიზნესის წარმოებით შემოსავლის მიღება ამერიკულ ვალუტაში ხდება. შესაბამისად, ქართულ ვალუტაში კონვერტაციის შემდეგ მოგების საკმაოდ მაღალი მარჟის დატოვებაა შესაძლებელი.
რაც შეეხება თავად ლევან მოლაშვილს, მან ტრენინგი გაიარა გერმანიაში და უკრაინაში პროფესიონალების გუნდთან, დეტალურად შეისწავლა საქმის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მხარე. პირველი პროდუქტი, რაც Amazon-ზე გაყიდა, იყო თიხის ნივთები, რომლებიც საქართველოში 1 ლარად დაამზადა და დღემდე 12,59 დოლარად ყიდის. შემდეგ დაემატა ხის პროდუქცია, რაც ასევე საკმაოდ წარმატებით იყიდება.
Amazon-ზე ვაჭრობის დაწყებით დაინტერესებულ ადამიანებისთვის კომპანია აწყობს უფასო საკონსულტაციო შეხვედრებს, სადაც დამსწრეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ.
შეავსე სარეგისტრაციო განაცხადი ახლავე ბმულზე , ამაზონ ექსპორტ ჰაბის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ საკონსულტაციო შეხვედრის დეტალებზე.
დაგვიმეგობრდით ”ფეისბუქის” გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 598 30 36 39.
bpn.ge
No comments:
Post a Comment