Saturday, April 21, 2018

კაზინოს დაცვის მიერ ნაცემი ახალგაზრდა კაცი მეშვიდე დღეა კომაშია


მეშვიდე დღეა, გურჯაანში მდებარე კაზინოს დაცვის თანაშრომლის მიერ ნაცემი 28 წლის ვასილ მაისურაძე ჟვანიას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაშია მოთავსებული.
მაისურაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გარდა კიდევ ორ ახალგაზრდას სცემეს. ინფორმაციას “აიპრესი“ ავრცელებს.
„ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ტვინის ოპერაცია გაუკეთდა. აპარატზეა შეერთებული ხელოვნური კვებით. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი შესულა კაზინოში, ტაქსის მძღოლს ეძებდა თურმე. დაცვის თანამშორმელს უთქვამს, ისე შემოსვლა არ შეიძლება, უნდა ითამაშოო. ჩემს შვილს უპასუხია, კარგი, ვითამაშებო. არ ვიცი თამაში აღარ დაუწყია თუ დაუწყია და თავი დაუნებებია. დაცვას ხელი წაუვლია და უთქვამს, დატოვე აქაურობაო. დავარდნილა და რომ წამომდგარა, უთქვამს, ამას არ გაპატიებთ, ხვალ თქვენ უფროსს დაველაპარაკებიო. გარეთ გამოსულა, საპირისპირო მხარეს გადასულა, დიდი ჩხუბი ატეხილა, ვასიკოს მეგობრებიც იქ იყვნენ. ახლა მეორე თანაშრომელი მიეპარა ზურგიდან და „დუბინკა“ დაარტყა. დავარდნილა და კიდევ ჩაურტყამს“- აცხადებს მარინა მაისურაძე.
შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დადგენილია ერთი სავარაუდო მოძალადე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment