Thursday, March 28, 2019

ორშაბათიდან ათობით ათას მოქალაქეს 1 წლიანი საპატიმრო სასჯელი ემუქრება”

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „გირ­ჩი“  სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ორ­შა­ბა­თი­დან ძა­ლა­ში შე­დის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ად­გენს, რომ “ავ­ტო­მო­ბი­ლის, ტრამ­ვა­ის, ტრო­ლე­ი­ბუ­სის, ტრაქ­ტო­რის ან სხვა მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ან სხვა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მარ­თვა – ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე”.
ამა­ვე დროს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ჩა­მო­ი­ტა­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გენს ადა­მი­ა­ნის ნერ­წყვში ამა თუ იმ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბას, და რომ ეს ტეს­ტი ად­გენს ადა­მი­ანს მოხ­მა­რე­ბუ­ლი აქვს თუ არა კა­ნა­ფი უკა­ნას­კნე­ლი 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.
ეს ნიშ­ნავს, რომ ორ­შა­ბა­თი­დან ამ ქვეყ­ნის ათო­ბით ათა­სი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც, სხვა­დას­ხვა რე­გუ­ლა­რო­ბით, მო­იხ­მა­რენ კა­ნაფს ღა­მის სა­ა­თებ­ში (ეს ქმე­დე­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ლე­გა­ლუ­რია ამ ქვე­ყა­ნა­ში) და დი­ლით სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ე­მარ­თე­ბი­ან სამ­სა­ხუ­რის­კენ, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ცხად­დე­ბა კრი­მი­ნა­ლად და თი­თო­ე­ულ მათ­განს ემუქ­რე­ბა 1 წლი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი.და ჩვე­ნი აზ­რით სა­ხელ­მწი­ფოს ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი არის გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, ამო­რა­ლუ­რი, არა­მეც­ნი­ე­რუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ში­ში.
2018 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან კა­ნა­და­ში მოხ­და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი კა­ნა­ფის სრუ­ლი ლე­გა­ლი­ზა­ცია. თუმ­ცა, მა­ნამ­დე კა­ნა­დე­ლი მკვლე­ვა­რე­ბის ჯგუფ­მა კა­ნა­დის სე­ნა­ტის­თვის მო­ამ­ზა­და სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა, რო­მე­ლიც აშშ-ს შტა­ტე­ბის მა­გა­ლით­ზე, სა­დაც კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცია მოხ­და რამ­დე­ნი­მე წლით ადრე, შე­ის­წავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ეფექ­ტებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კუ­თხით, მათ შო­რის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის გავ­ლე­ნას ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვზე.
ამ კვლე­ვის თა­ნახ­მად:
ა) კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცია არ ახ­დენს რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გავ­ლე­ნას ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვზე
ბ) ალ­კოჰო­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ დგინ­დე­ბა ცალ­სა­ხა კავ­ში­რი ორ­გა­ნიზ­მში ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნო­ლის დო­ნე­სა და ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მარ­თვის უნა­რის გა­უ­ა­რე­სე­ბას შო­რის
გ) აშშ-ს გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ იკლო ალ­კოჰო­ლით გა­მოწ­ვე­ულ­მა საგ­ზაო ინ­ცი­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რულ­და
დ) უნდა ვე­ლო­დოთ, რომ რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი კა­ნა­ფით ალ­კოჰო­ლის ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­ამ­ცი­რებს ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მარ­თვის სიხ­ში­რეს, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია
ე) ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მარ­თვა ნე­ბის­მი­ე­რი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ შე­ი­ცავს რის­კებს, თუმ­ცა რის­კე­ბი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის დროს, ვიდ­რე კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კვლე­ვე­ბი, თით­ქმის იდენ­ტუ­რი შე­დე­გე­ბით კი­დევ არ­სე­ბობს.
აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა და ელე­მენ­ტა­რუ­ლი საღი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:
მო­ვუ­წო­დებთ შსს-ს, არ მო­ახ­დი­ნოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის აღ­სრუ­ლე­ბა კა­ნაფ­თან მი­მარ­თე­ბა­ში
მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, უმოკ­ლეს ვა­და­ში შეც­ვა­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­ნაფ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, და გა­მო­ი­ყე­ნოს ალ­კოჰოლ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლის იდენ­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბი წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, წი­ნას­წარ ვა­ცხა­დებთ, რომ არ ვა­პი­რებთ არც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლას, არც ხე­ლოვ­ნუ­რად კრი­მი­ნა­ლე­ბად ქცე­ვას, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ კა­ნო­ნის ამ მუხ­ლმა ვერ იმუ­შა­ოს, აზრი და­კარ­გოს და არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ მოხ­ვდეს ცი­ხე­ში იმის გამო, რომ ღა­მით, მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ნა­ფი მო­იხ­მა­რა,“ – წერია „გირ­ჩის“  გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: paqtebi.ge
trialeti.ge

No comments:

Post a Comment