Friday, March 29, 2019

ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს თავხედი უწოდა

სოფო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხდა.
"წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, - მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად ცდილობს, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას თავი აარიდოს.
სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმსჯელეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment