Saturday, March 30, 2019

ემიგრანტი ქალის წერილი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ამერიკაში წასული ქალი ემიგრანტის წერილი. სასაცილოა თუ სატირალია თქვენ გაარჩიეთ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


“ დედაა მიშველეთ რაცხაა, მე არ ვვარგივარ თუ რა ხდება? შემიწირავს ეს ამერიკა.
ქალმა პატიოსნად გავუმზადე ბებიას ნაყინი, მივართვი ბანანისთან ერთად და მე ისევ ფეისში შემოვძვერი. სანამ მე აქ თქვენ პასუხს გცემდით, ნაყინი ბებომ მიირთვა, გულზე ჩამოწუწული წვეთებიც გულდასმით გაიწმინდა და სანამ მე ამ ფეისს მოვწყდი, ვხედავ ამდგარა, ჭიქაც წაუღია და ხელებს იბანს.არიქა წამოვფრინდი მარა რა წამოვფრინდი. გაგიხმა მზია თავი, ვბურტყულებ ჩუმათ. ერთი მოხუცი გაბარია და არიქა იმასაც ვერ მიხედო.მარა რომ არა ხარ ამ საქმიზა დაბადებული ჩემი ბრალი ხომ არაა . მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო წამოვფრინდი მარა რა წამოვფრინდი. ვეცი ამ ბებიას, სულ პადრუჟკით წამოვიყვანე სავარძლამდე. ვიფიქრე დავჯდები მეც მეთქი მაგრამ ჭიქა რაღაც ისე მიმზერდა. ჯანდაბას ჩავაგდო ერთი მეთქი მანქანაში, და ისევ უკან გავტრიალდი. ჭიქაში გატენილი ხელსაწმენდი ნაგავში მოვისროლე, და მეც მშვიდად მოვკალათდი ჩემს ადგილზე.
ცოტა ხნის შემდეგ ბებო აწრიალდა, გავხედავ არაფერი... გავხედავ არაფერი... არადა აშკარად რაღაცა აწუხებს. კარგად ხარ გოგო, ვეკითხები, yes მეუბნევა . არადა ვუყურებ წრიალებს, ეგ ოჯახაშენებული.
- გტკივა რამე? არა .
- საპირფარეშოში გინდა წასვლა? არა.
აბა რა გინდა ვეკითხები, რაღაცას ამბობს, ვერ ვიგებ, ისევ იმეორებს. აჰა შარი და ვერ ვიგებ. რა გინდა ქალო, არა გშია, არა გწყურია, არ გეფსია . რაღა გაფანცხვალებს გედვირიე ქალი.
ბოლოს ამ გონებაარეულმა, ჩემგან შეწუხებულმა ქალმა დამიღო ორ მეტრაზე პირი დაიტაკა პირში ხელი. სად არისო თურმე მეუბნევა. ვერ გავიგე მაინც . კიდე უფრო დაღო პირი და არ არისო გაიძახის. შეხედე რა არისო. არიქა მზია ეტაკე ნაგავს . მივქექე და რას მოქექავ. ისე საგულდაგულოდ ქონდა ბებოს გახვეული ხელსახოცში .
Yes yes. ვიპოვე, გახარებული და პროთეზით ხელში ასე ბედნიერი ვიყურები. იქით ბებო აქეთ მე.
იმედია მალე ავისრულებ ჩემ სურვილს და მალე დავბრუნდები ოჯახში. თორემ ასე თუ გავაგრძელებ გაკოტრდა ამერიკა. გუშინ ქვაბი გაფრინდა ნაგავში. დღეს ჭიქა . ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
ასე ამხნევებენ ქალები თავიანთ მძიმე მდგომარეობას. ამ პოსტს უამრავი ქალი გამოეხმაურა, პოზიტიურად თუ ისე .
intermedia.ge

No comments:

Post a Comment