ინდოეთის შტატ მახარაშტრაში ლეოპარმა ხუთი წლის ბავშვი მოკლა. ინფორმაციას გამოცემა The Times of India ავრცელებს.
ბავშვი, დედასთან ერთად ბებიას, სოფელ საკორიში სტუმრობდა. თავდასხმა მაშინ მოხდა როცა სამივე სიმინდის ყანებში, საქონლისთვის საკვების მოსაპოვებლად გავიდნენ. ზუსტად მაგ დროს ჩასაფრებული მტაცებელი გოგოს თავს დაესხა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გლეხებმა ცხოველს ქვები დაუშინეს და მოიგერიეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა.
მეორე დღეს ლეოპარდი მახეში გაება. როგორც ადგილობრივები ამტიკცებენ შემოგარენში კიდევ რამდენიმე მტაცებელი შეამჩნიეს. მათ უკვე არაერთი თხა და ძაღლი მოკლეს. ცოტა ხნის წინ ლეოპარდი თავს სტუდენტსაც დაესხა, რომელიც ბიძას მოტოციკლით მიყავდა. ცხოველმა გოგოს უმნიშვნელო დაზიანებები მიაყენა. პროფილაქტიკის მიზნით დასახლებაში მონადირეები პატრულირებენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment