Monday, March 25, 2019

შევძელი, მსოფლიოსთვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი" - რას წერს ლადო აფხაზავა "ფეისბუქზე"

ლადო აფხა­ზა­ვა გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბას უხ­დის და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვცე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მო­ზიდ­ვას აპი­რებს. "მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს" ფი­ნა­ლის­ტი შე­დეგს "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მი­ა­ნე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ჩემო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო, ეს დღე­ე­ბი ძა­ლი­ან დიდ ენერ­გი­ას ვგრძნობ­დი თქვენ­გან. ყვე­ლა თქვენ­თა­გა­ნის თა­ნად­გო­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის და ჩემი გუნ­დის­თვის. ეს სა­ო­ცა­რი მხარ­და­ჭე­რა და სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დოა ჩემ­თვის. ჩვენ ერ­თად შევ­ძე­ლით და მას­წავ­ლებ­ლო­ბა გა­მორ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ად წარ­მო­ვა­ჩი­ნეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.
.

ვუ­ლო­ცავ პი­ტერ ტა­ბი­ჩის 2019 მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს მი­ღე­ბას.ის ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და პი­როვ­ნე­ბაა და დღეს მისი გა­მოც­დი­ლე­ბა და სი­ტყვა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა სამ­ყა­როს. მეც თავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ვგრძნობ, რად­გან შევ­ძე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის გა­და­მე­ცა ქარ­თვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის სათ­ქმე­ლი, მე მო­ვა­ხერ­ხე ჩემი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი გა­მე­ტა­ნა მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე.ამი­ე­რი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა გარ­კვე­ულ წი­ლად შე­იც­ვლე­ბა და ჩემი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მიღ­მა ყველ­ფერს გა­ვა­კე­თებ. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის,რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე.
.

მე უკვე მიზ­ნად და­ვი­სა­ხე მეტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ვი­ზი­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამით ხელი შე­ვუ­წყო უკე­თეს გა­ნათ­ლე­ბას. ამ გლო­ბა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ თვალ­ნათ­ლივ და­მა­ნა­ხა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მე­ტად გა­ზი­ა­რე­ბა. კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ პი­ტერს ამ აღი­ა­რე­ბას!!!ის აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში!" -წერს ლადო აფხა­ზა­ვამას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო 2019"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კე­ნი­ე­ლი პი­ტერ ტა­ბი­ჩი გახ­და. ის მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს მი­ი­ღებს
ambebi.ge

No comments:

Post a Comment