მილანში მცხოვრები ბიჭი, რომელმაც თანაკლასელები ავტობუსის გატაცებისას სიკვდილისგან გადაარჩინა, იტალიის მოქალაქეობას მიიღებს. BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა.
.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შემთხვევა მილანში რამდენიმე დღის წინ მოხდა, სკოლის ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იჯდა, მძღოლმა გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა.
ავტობუსში 2 კლასის მოსწავლეები ისხდნენ, ისინი სკოლიდან სავარჯიშო დარბაზში მიდიოდნენ, თუმცა მოულოდნელად მძღოლმა გზიდან გადაუხვია და სხვა მიმართულებით წავიდა. როდესაც მან დანით მუქარა და ყვირილი დაიწყო, 13 წლის რამი შეჰატამ შეძლო, ყველასთვის შეუმჩნევლად მშობლებისთვის და სამართალდამცველებისთვის დაერეკა. პოლიციამ ავტობუსს გზა გადაუღობა და ცეცხლმოკიდებული ტრანსპორტის ფანჯრებიდან ბავშვები უვნებლად გადმოვიდნენ.სალვინი აცხადებს, რომ გმირობისთვის ჯილდოდ ბიჭმა იტალიის მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რადგან „რამის ქვეყნის ფასეულობები კარგად ესმის“
ambebi.ge
No comments:
Post a Comment