Thursday, March 28, 2019

მარტის ბოლომდე საქართველოში ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

მარტის ბოლომდე საქართველოში ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ამაღამ წვიმა, მთაში კი თოვლი შენარჩუნდება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისივე ინფორმაციითვე, 29 მარტს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი ტემპერატურა იქნება. დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო ხვალ და ზეგ თბილისში იწვიმებს. ტემპერატურა, სავარაუდოდ, 11 გრადუსი იქნება.
30 მარტს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსია მოსალოდნელი. ცივი ამინდი შენარჩუნდება დედაქალაქშიც, სადაც ტემპერატურა კვლავ 11 გრადუსი იქნება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი თოვლი.
31 მარტს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის განმავლობაში 15-20 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი - 20-25 მ/წმ–ში.
აღმოსავლეთ საქართველოში 31 მარტს ღამით მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამით ტემპერატურა –2 გრადუსამდე დაეცემა, დედაქალაქში კი +2 გრადუსამდე იქნება. სინოპტიკოსების ცნობით, გორი–სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარი - 17-22 მ/წმ–ში იქროლებს.
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment